დასუფთავებისა და გამწვანების აქცია ჯიუ-ში - GIU
დღეს, 27 მარტს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ჯიუ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უნივერსიტეტში დასუფთავებისა და გამწვანების აქცია ჩატარდა.

გარემოსდაცვითი პრობლემებისგან პრევენციის მიზნით უმნიშვნელოვანესია თავად საზოგადოების მიდგომა და როლი არსებული გლობალური გამოწვევისადმი.

ახალგაზრდებს ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტები უერთდებიან ყველა იმ წამოწყებას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მწვანე გარემოსა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან.

სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ეზო,  მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და უნივერსიტეტის ეზოში ხეები დარგეს.