8 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელების – ზურაბ მუშკუდიანის და ნათია ჟოჟუაშვილის ინიციატივით, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”-ში გასვლითი ლექცია ჩატარდა.
აქტივობაში მონაწილეობას იღებდნენ GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები. მათ დაათვალიერეს კომპანია და მიმდინარე საწარმოო პროცესი. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სემინარს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოისმინეს კომპანიის მენეჯმენტის, მარკეტინგული პოლიტიკისა და სტრატეგიული კორპორაციულ პასუხისმგებლობის შესახებ.
სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია სტუდენტებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობები, თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება.
დიდი მადლობა კომპანიის თითოეულ თანამშრომელს გულთბილი დახვედრის, საინტერესო ექსკურსიისა და სემინარისთვის.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტების დამსაქმებლებთან და დარგის სპეციალიატებთან ურთიერთობის დამყარებასა და განმტკიცებას.