საგრანტო კონკურსი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს (ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) სამეცნიერო-კვლევითი პროცესის სრულყოფისა და სამეცნიერო კვლევებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართვის წახალისების მიზნით ხორციელდება მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (შემდგომში „მიზნობრივი პროექტი“).

მიზნობრივი პროექტი არ გულისხმობს აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემით განსაზღვრულ, ყოველწლიურ სავალდებულო სამეცნიერო აქტივობებს და ხორციელდება საუნივერსიტეტო სამეცნიერო პოტენციალის ინტენსიფიკაციის მიზნით;

როგორც წესი, მიზნობრივი პროექტის დაფინანსება ხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:

მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის საგრანტო კონკურსის დებულება