პროექტი ხორციელდება ევროპის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ასოციაციის (COST) ეგიდით და მიზნად ისახავს, შექმნას გამორჩეული ქსელი, რომელიც გააერთიანებს, კოორდინაციას გაუწევს და გაავრცელებს არსებულ ცოდნას, პარალელურად კი წაახალისებს ინოვაციური სერვისებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გასაძლიერებლად ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
პროექტი იქნება სტრუქტურირებული რამდენიმე სამუშაო ჯგუფად, რომელიც იმუშავებს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაზე, საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზსა და აღმოფხვრაზე, ცნობიერების ამაღლებასა და პოლიტიკის შემუშავებაზე.
ასოცირებულ პროფესორ ნუგზარ თევდორაძის ჩართულობა პროექტში მიზნად ისახავს საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციების ღრმა ანალიზს, არსებითი ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრისათვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას.