Educational Party საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ,,𝐄𝐃𝐔𝐂𝐀𝐓𝐈𝐎𝐍𝐀𝐋 𝐏𝐀𝐑𝐓𝐘” ჩატარდა!

𝟏𝟗 ოქტომბერს 𝐆𝐈𝐔-ში მასშტაბური უნივერსიტეტთაშორისი პროექტი ,,𝐄𝐃𝐔𝐂𝐀𝐓𝐈𝐎𝐍𝐀𝐋 𝐏𝐀𝐑𝐓𝐘” გაიმართა, რომელშიც საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ #ჯიუსპარტნიორი ორგანიზაციის სტუდენტური 𝐃𝐀𝐘 𝐎𝐅𝐅𝐒-ს ორგანიზებით გაიმართა.

პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართა ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?”, რომელსაც უძღვებოდა ინტელექტუალური კლუბის პრეზიდენტი – გიორგი მოსიძე.

შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა. უნივერსიტეტი 𝐆𝐈𝐔 ულოცავს 𝐈𝐁𝐒𝐔-ს აღნიშნულ წარმატებას, სხვა გუნდებს კი მადლობას უხდის მონაწილეობისთვის!

ინტელექტუალური თამაშის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის გაიმართა 𝐀𝐟𝐭𝐞𝐫 𝐏𝐚𝐫𝐭𝐲, სადაც მოწყობილი იყო:
▪️სპონსორების სივრცე – სხვადასხვა სახის სნექი და კოქტეილები
▪️“სამაგიდო თამაშების გილდიის” სივრცე
▪️სპორტული აქტივობები
▪️მუსიკალური სივრცე

უნივერსიტეტი 𝐆𝐈𝐔 მადლობას უხდის ყველას მობრძანებისთვის!

FAQ