ელსევიერი

წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობა ELSEVIER, აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ.

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა ELSEVIER BV-ს შორის გაფორმებულია ELSEVIER-ის გამოწერის ხელშეკრულება. აღნიშნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით, საქართველოში ავტორიზებულ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Elsevier-ის სისტემაში და ჰქონდეთ წვდომა ბაზებზე, რაც აძლევთ შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით, რომელიც გამოყენებული იქნება კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. კონსორციუმის წევრია 55 ორგანიზაცია. მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (ყოფილი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც უსასყიდლოდ აქვს წვდომა აღნიშნულ ბაზებზე. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური დოკუმენტი.