Khutchua Vazha

Khutchua Vazha

აფილირებული პროფესორი

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი სპეციალობით ტექნიკური კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეორია. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, 1971 წლიდან ეწევა სამეცნიერო-კვლევით ხოლო 1986 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს დაწერებულებებში. არის უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებული უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 35 სამეცნიერო სტატიის, 3 სახელმძღანელო და რამდენიმე სალექციო კურსის ავტორი. გააჩნია ერთი საავტორო გამოგონება. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში;კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები, მათ შორის საზღვარგარეთ.

მონაწილეობდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ საგრანტო პროექტებში. აქვს დიპლომი, რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია-გამოფენა SofTEC-ის პროგრამული პაკეტების კონკურსში გამარჯვებისათვის.

1991 წლიდან იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი, ფინანსების და მარკეტინგის ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სასწავლო და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების დეპარტამენტის უფროსი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის განყოფილების უფროსი, გურამ თავართქილაძის სახლობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ინფორმატიკის კათედრის გამგე.
სწავლების სამივე საფეხურზე სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროგრამების შედგენისა და ხარისხის მონიტორინგში; სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებასა და შესრულების ხარისხის მონიტორინგში. ნორმატიული დოკუმენტების დამუშვებაში.

ფლობს რუსულ ინგლისურ და გერმანულ ენებს.

  • ჰობი, ზოგადი ინტერესები

    ნადირობა, თევზაობა, საქართველოს ისტორია