Shapatava Nino

Shapatava Nino

მოწვეული ლექტორი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

  • 2016 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი
  • 1989 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი.
  • 2018 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართულ და ინგლისურ სექტორებზე. პარალელურად ატარებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში.
  • ნ. შაფათავა მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (Tacis, USAID, CHF, GIZ, UNDP) მიერ საქართველოში და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განხორციელებულ რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებსა და პროექტებში მრჩეველისა და პროექტების ხელმძღვანელის რანგში.
  • 2006 წლიდან 2012 წლამდე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესების ჩამოყალიბებისა და განვითარების მხარდამჭერ პროექტებში.
  • არის 15-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორი და სტუ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ელექტრონული სახელმძღვანელოს „ტურისტულ-საკურორტო მოდელები“ თანაავტორი.