ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა-ინგლისურ ენაში მინიმუმ 60 ქულის მიღების შემთხვევაში, მათემატიკა/ისტორია) საფუძველზე ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის მიღების დამატებითი პირობაა: უცხოური (ინგლისური ენის) შესაბამის (B2) დონეზე ცოდნის დადასტურება სერტიფიკატით ან უნივერსიტეტის დოკუმენტის “ენობრივი კომპეტენციიის განსაზღვრის წესი”-ს მიხედვით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52)
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბიზნესის ადმინისტრირება
ბაკალავრიატი
VI
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
ინგლისური ენა
0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება
180 კრედიტი, 6 სემესტრი
ლიანა აფაქიძე
lika.apakidze@giu.edu.ge
მათემატიკა
ისტორია