GIU ALUMNI Club

 საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების განვითარებასა და წარმატებაზე.

GIU-ში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომლის მიზანია:

  • უნივერსიტეტისკურსდამთავრებულთა და სტუდენტებს შორის კავშირის დამყარება და გამტკიცება;
  • კურსდამთავრებულთა მხარდაჭერა მათი საზოგადოებრივი მდგომარეობის განმტკიცებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში წარმატების მიღწევის მიზნით.
  • კურსდამთავრებულთა ჩართვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

კურსდამთავრებულთა კლუბი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია და ხელეწიფება:

  • კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის სისტემის განვითარება და განმტკიცება;
  • უნივერსიტეტის კავშირების დამყარება და განმტკიცება იმ ორგანიზაციებთან და უწყებებთან, სადაც საქმიანობენ კურსდამთავრებულები;
  • მონაწილეობა კურსდამთავრებულთა შრომით მოწყობაში მათი კომპეტენციების გათვალისწინებით;
  • კურსდამთავრებულთა, პროფესორ მასწავლებლებთა და სტუდენტებთან თემატური შეხვედრების ჩატარება;
  • საქველმოქმედო თუ   სოციალური   საქმიანობის ორგანიზება;
  • ინფორმაციის გავრცელება კლუბის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
  • კლუბის მიერ განხორციელებული საქმიანობებით უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლება.

 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია   GIU-ს თითოეულ კურსდამთავრებულთან თანამშრომლობა.

ამოტომ, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, დაგვიჭიროთ მხარი და გახდეთ GIU-ს კლუბის წევრი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.