GIU Campus

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს კამპუსი მდებარეობს თბილისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. უნივერსიტეტის სასწავლო კორსპუსში განთავსებულია მთავარი ადმინისტრაციული და სასწავლო კორპუსი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, რეკრეაციული ზონა და ავტოსადგომი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. 

 

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს და სტუდენტებს უწყობს ხელს, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს იმიტირებული პრაქტიკული სასწავლო ოფისები და ლაბორატორიები.

  • სასამართლო დარბაზი
  • კრიმინალისტიკის ლაბორატორია
  • იურიდიული კლინიკა
  • კონსალტინგის ცენტრი
  • იმიტირებული ბანკი
  • ტურისტული სააგენტო
  • სატელევიზიო სტუდია
  • რადიო სტუდია

𝐆𝐈𝐔 𝐓𝐫𝐚𝐧𝐬𝐟𝐨𝐫𝐦𝐬: 𝐆𝐈𝐔-ს საერთაშორისო ინვესტორის 𝐊𝐀𝐍𝐆 𝐙𝐇𝐄𝐍𝐆-ის მასშტაბური ტრანსფორმაციული გეგმის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილია ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება! საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გარდა ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამებისა, უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მათ ჩართვას სპორტულ აქტივობებში. Გარდა ამისა, შემეცნებითი და კულტურული აქტივობებისთვის, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: ერთი დიდი და ორი მცირე საკონფერენციო დარბაზი, ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტი, „ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის“ ჩინური ენის კაბინეტი”, Საერთაოშიროს ახალგაზრდული ორგანიზაცია Aiesec Georgia-ს ოფისი, კაფეტერია, სპორტული დარბაზი და ა..შ. 

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს კამპუსიდან 5 წუთის საფეხმავლო გზაა გარდენია შევარდნაძის კაფემდე, 15 წუთის საფეხმავლო გზა აქვაპარკ Gino Paradise-მდე, ხოლო 20 წუთი საფეხმავლო გზა – თბილისის ზღვამდე. 

უნივერსიტეტის კამპუსში მოსვლა შესაძლებელია თბილისის მთავარი მეტრო-სადგურის მოედნიდან (ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან) საზოგადოებრივი მიკროავტობუსებით: 437 და 448. 

მისამართი: თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5, 0101.