Chinese Language Club

2023 წლის 2 მაისს  საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (ყოფილი სახელწოდება: თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი) ჩინური ენის კლუბი გაიხსნა. კლუბი ღიაა როგორც უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის, ასევე ჩინური ენისა და კულტურის შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

ჩინური ენის კლუბის მუშაობას ხელმძღვანელობს მინგმინ ძი – ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგი. ჩინური ენის კლუბი, წლის განმავლობაში, უმასპინძლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას.

მათ შორის: 

  • ჩინური ენის გაკვეთილებს;
  • კულტურულ ღონისძიებებს;
  • სოციალურ შეკრებებს;
  • გასართობ ღონისძიებებს.

კლუბში გაწევრიანება სრულიად უფასოა.

გაწევრიანებისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

 https://forms.gle/hzKBzHnk8xnUiJ2k8

ჩინური ენის კლუბი უმასპინძლებს ღონისძიებებსა და თემატურ საღამოებს:

  • კინოჩვენება: იხილეთ ჩინური მხატვრული, ან დოკუმენტური ფილმები;
  • თამაშის დღეები : ითამაშეთ ჩინური სამაგიდო თამაშები;
  • სამზარეულოს გაკვეთილები: ისწავლეთ ტრადიციული ჩინური კერძების მომზადება;
  • ჩაის ცერემონიები: გაეცანით ჩინური ჩაის კულტურას, ისტორიასა და ეტიკეტს;
  • კარაოკე საღამოები: იმღერე ჩინური სიმღერები;
  • შეხვედრები ჩინელ პედაგოგებთან ერთად;
  • ცეკვის გაკვეთილები: ისწავლეთ ტრადიციული ჩინური ცეკვები;
  • საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილები: ისწავლეთ ჩინური საბრძოლო ხელოვნება,როგორიცაა კუნგ ფუ ან ტაი ჩი;
  • ხელოვნების გაკვეთილები: ისწავლეთ ჩინური კალიგრაფია ან ფერწერა;
  • პოეზიის და ლირიკის დღეები: წაიკითხეთ ჩინური პოეზია, გაიზიარეთ ჩინური ზღაპრები დალეგენდები;
  • სტუმარი მომხსენებლები: მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწარით ღონისძიებებს სხვადასხვა თემატიკაზე სასაუბროდ;
  • სასწავლო მოგზაურობები საზღვარგარეთ: დაგეგმეთ და განახორციელეთ სასწავლო მოგზაურობები ჩინეთში.