საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი კამპანიის: ,,𝐆𝐈𝐔-ს კარიერული კომპასი” ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია დაიგეგმა თემაზე: ,,ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა – ექიმი და სამართალი”
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში საექიმო საქმიანობა;
ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა;
ექიმის ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება;
ექიმის უფლებები პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრებისას;
მოწვეული სპიკერი: თათია ხაბეიშვილი – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, IBL Law Office-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.
დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე: https://shorturl.at/abxET
ღონისძიება ჩატარდება 𝐆𝐈𝐔-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო სივრცეში. დასწრება თავისუფალია!
თარიღი და დრო: 𝟐𝟓 ოქტომბერი, 𝟏𝟕:𝟎𝟎 საათი