“Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION”-ის განხორციელება დაიწყო - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations”-ის განხორციელება დაიწყო. იგი ითვალისწინებს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოგოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვასა და მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელიწადს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:

▪️კარლშოშულეს უნივერსიტეტი (გერმანია; პროექტის კოორდინატორი; KARLSTRASSE 36 38, KARLSRUHE 76133, Germany)
▪️საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
▪️უკრაინის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
▪️საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (საქართველო)
▪️ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
▪️კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო)
▪️შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო)
▪️გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
▪️უჟჰოროდის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
▪️ო. მ. ბეკეტოვის სახელობის ხარკოვის ურბანული ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
▪️კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კიევის სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა)
▪️ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა)
▪️დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა)
▪️მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი)
▪️პატრასის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
▪️ BK CONSULT GMBH (გერმანია)

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

FAQ