Erasmus+ პროგრამის - „STEM4Humanities” ფარგლებში შეხვედრა იტალიაში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა „𝐄𝐫𝐚𝐬𝐦𝐮𝐬+”-ის პროექტის „𝐒𝐓𝐄𝐌𝟒𝐇𝐮𝐦𝐚𝐧𝐢𝐭𝐢𝐞𝐬” ფარგლებში, იტალიაში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მინაწილეობა

2024 წლის 𝟖-𝟗 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასისტენტ პროფესორმა გრიგოლ კალანდაძემ „𝐄𝐫𝐚𝐬𝐦𝐮𝐬+”-ის პროექტის „𝐒𝐓𝐄𝐌𝟒𝐇𝐮𝐦𝐚𝐧𝐢𝐭𝐢𝐞𝐬” პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული შეხვედრა გაიმართა მაცერატას უნივერსიტეტში, რომელიც არის აღნიშნული პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ მეტროპოლიტენის კოლეჯის (საბერძნეთი), ლილის უნივერსიტეტის (საფრანგეთი), ორგანიზაცია „𝐈𝐧𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐇𝐢𝐯𝐞”-ის (საბერძნეთი), მიკოლო რომერიოს სახელობის უნივერსიტეტის (ლიეტუვა), ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი), ლვოვის ივან ფრანკოს სახელობის უნივერსიტეტის (უკრაინა) წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე პროექტის კონსორციუმის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამომავლო აქტივობების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.

„𝐒𝐓𝐄𝐌𝟒𝐇𝐮𝐦𝐚𝐧𝐢𝐭𝐢𝐞𝐬“ ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სტუდენტებისა და ლექტორებისათვის პრაქტიკული, სამუშაო ბაზარზე მოთხოვნადი ე. წ. 𝐒𝐓𝐄𝐌 უნარების ათვისების თვალსაზრისით.

FAQ