STEM4Humanities

„STEM4Humanities“ პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, STEM უნარებსა (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) და მეორე მხრივ, ჰუმანიტარულ და სოციალურ განათლებას შორის არსებული ნაპრალების შევსება უმაღლესი განათლების ძირითადი საკითხების სრულყოფილად დანერგვისათვის. პროექტი ორიენტირებულია მსმენელებში ისეთი ინტერდისციპლინური უნარების განვითარებაზე, რომლებიც არსებითია დასაქმებისა და კარიერული პერსპექტივებისათვის. პროექტი მხედველობაში იღებს ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების სტუდენტების დაუსაქმებლობის მაღალ მაჩვენებლსა და STEM უნარების განვითარების გადაუდებელ აუცილებლობას, განსაკუთრებით ქალთა შორის.

ინოვაციური სწავლების სტრატეგიებისა და კროს-დისციპლინური მიდგომების მეშვეობით, „STEM4Humanities“ მიზნად ისახავს გაზარდოს ქალთა წილი STEM კარიერაში და გააუმჯობესოს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სტუდენტების დასაქმება. პროექტის მიზანია სტუდენტების დამსაქმებლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა, STEM უნარების ჰუმანიტარულ და სოციალურ სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირება და თანამედროვე STEM სწავლების მეთოდებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორების აღჭურვა.

 

„STEM4Humanities“ პროექტი მიზნად ასევე ისახავს სტუდენტების აღჭურვას თანამედროვე სამუშაო ძალის მოთხოვნების შესაბამისი უნარებით მრავალფეროვანი და ინკლუზიური საგანმანათლებლო ლანდშაფტის ხელშეწყობის ფონზე.

„STEM4Humanities“ პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, STEM-სა (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) და მეორე მხრივ, ჰუმანიტარულ და სოციალურ განათლებას შორის არსებული ნაპრალების შევსება უმაღლესი განათლების ძირითადი საკითხების სრულყოფილად დანერგვისათვის. ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ დასაქმების შესაძლებლობა და შევქმნათ ახალი სასწავლო შესაძლებლობები ჩვენი ინოვაციური ინიციატივების მეშვეობით, რომლებიც მოიცავს „ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორების განვითარების პაკეტს“ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორებისთვის, „STEM სასწავლო სქემებს“ და ასევე, პაკეტს „e-WBL / ჰუმანიტარულ და სოციალურ სტუდენტები მცირე ბიზნესებში“ სტუდენტებისთვის. STEM-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ განათლებაში ინტეგრირების მხარდასაჭერად, ჩვენ გავდივართ ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების მიღმა და ვავითარებთ კავშირებს რეგიონსა და ევროპაში. ჩვენ გვსურს, გრძელვადიანი გავლენის მოპოვება სამიზნე ჯგუფებზე მიზნობრივი გავრცელებისა და თავისუფლად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო მასალების გამოყენებით. ჩვენ მიზნად ასევე ვისახავთ, მხარი დავუჭიროთ „ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელებას და ხელი შევუწყოთ ჰუმანიტარული და სოციალური განათლების განახლებული პროგრამების შექმნას. პროექტის კონსორციუმის წევრების მიზანი ასევე არის ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ლანდშაფტის რეფორმირებასა და სტუდენტებისა და პედაგოგების გაძლიერებას უკეთესი მომავლისთვის.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან “Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტო “INDIRE”-ს ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც გრანტის გამცემი მხარე არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647

 
 
 
 
 
 
 
 
პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: https://lnkd.in/d38NsQgz
 
პროექტის Linkedin გვერდი: https://lnkd.in/dNb4EzvR
 
პროექტის Facebook გვერდი: https://lnkd.in/dmt3H2Zp