გაცვლითი პროგრამები
გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო პროექტები
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს საკუთარი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და ორიენტირებულია საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე.
უნივერსიტეტი ახორციელებს გაცვლით პროგრამებს და აქტიურ პარტნიორობას შემდეგ ორგანიზაციებთან:
- Katholische Universität Eichstätt-Ingolstadt (Germany) https://www.ku.de
- Klaipeda State University of Applied Sciences (Lithuania) https://www.kvk.lt
- STEKOM University (Indonesia) https://stekom.ac.id/
- Metropolitan College (Hellenic Republic) https://www.mitropolitiko.edu.gr/
- Modul University Vienna (Austria) https://www.modul.ac.at/
- University of Pécs (Hungary) https://international.pte.hu/
- Deggendorf Institute of Technology (Germany) https://www.th-deg.de
- Turiba University (Latvia) https://www.turiba.lv/lv
- Higher School of Security and Economics (Bulgaria) https://www.vusi.bg
Inholland University of Applied Sciences (The Netherlands) https://www.inholland.nl/inhollandcom/
Ulster University (UK) https://www.ulster.ac.uk/
- My Global World Education Group (Switzerland, Denmark, Vietnam, Malaysia, Egypt) https://www.myglobalworld.org/
- Ancient Wines (China) https://geocultureasia.org/
- Georgian Culture Asia Association (China) https://geocultureasia.org/
- China International Education Group (China) https://www.ciegr.com/
- Guangzhou International Economics College (China) https://www.gziec.org/?page_id=17213
- TANG International Education Group (China) https://www.linkedin.com/company/tang-international-education-group/
- Sungshin Women’s University (South Korea) https://www.sungshin.ac.kr/
- Kyiv Medical University (Ukraine) https://kmu.edu.ua/en/
- Vinnytsia Mykhailo Kotsiunynskyi State Pedagogical University (Ukraine) https://vspu.edu.ua/
- Dnipro University of Technology (Ukraine) https://www.nmu.org.ua/en/
- National Aviation University (Ukraine) – https://nau.edu.ua/
- Uzhhorod National University (Ukraine) https://www.uzhnu.edu.ua/en/
- O. M. Beketov National University of Urban Economy in Kharkiv (Ukraine) https://en.kname.edu.ua/
- Ivan Franko National University of Lviv (Ukraine) https://lnu.edu.ua/en/
- University of Aksaray (Turkey) https://www.aksaray.edu.tr/
- Sias International University (China) https://en.sias.edu.
cn/ - Bratislava University of Economics and Management (Slovakia) https://www.vsemba.
sk/
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებით და საერთაშორისო პროექტებით დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ასევე სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურში.
- საინფორმაციო შეხვედრები
- ტრენინგები და სემინარები
- ინდივიდუალური კონსულტაციები
- ელექტრონული შეტყობინებები
- შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:
განხორციელებული პროექტები
პროექტი, რომელიც ეხმაურებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიას, მიზნად ისახავდა, მხარი დაეჭირა ზრდასრულთა პროფესიული განათლებისათვის: კერძოდ, იგი მიმართული იყო ისეთი აქტივობების განსახორციელებლად, როგორებიცაა: დაუსაქმებელ ზრდასრულთა გადამზადება; ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების განათლების დონის და კვალიფიკაციის ამაღლება; მცირე ელ.კურსების მომზადება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების, ისევე, როგორც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის. პროექტის ფარგლებში მომზადდა შემდეგი კურსები:
- ტუროპერატორის კურსი;
- დესტინაციათა მენეჯმენტი;
- ტურიზმის და რეკრეაციის მენეჯერი – პროფესიონალური პროფილი;
- გიდის პროგრამა;
- ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
- კულტურული ტურიზმი.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს GIU-ს აკადემიურმა/მოწვეულმა პერსონალმა და სტუდენტებმა. პროექტის ფარგლებში GIU-მ მიიღო დაფინანსება სულ: 70.000 ევროს ოდენობით, რაც მოიცავდა პროექტის მონაწილეების სახელფასო და სამივლინებო ხარჯებს (49000 ევრო), სახსრებს წიგნების შეძენის და ბეჭდვისათვის: 4000 ევროს ოდენობით. დაფინანსდა GIU-ს აკადემიური პერსონალის 10 სახელმძღვანელოს გამოცემა, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობდა, პროექტის ბიუჯეტით მოხდა საუნივერსიტეტო ტექნიკური აღჭურვილობის განახლება (17000 ევრო).
პროექტი მიზნად ისახავდა შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის შექმნას; შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტების და პროფესურის მობილობის ხელშეწყობას; საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას; მეზობელი ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის კომუნიკაციის გაზრდას. პროექტში მონაწილოება მიიღეს GIU-ს სტუდენტებმა.
პროექტი ითვალისწინებდა 5 კრედიტიანი კურსის შექმნას ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც წარმატებით განხორციელდა, შეიქმნა კურსი: ,,ევროპული ინტეგრაცია ცენტრალურ ევროპაში: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება’’.
მიმდინარე პროექტები
RE-DIRECTION
„უმაღლესი განათლების ხელახალი განსაზღვრა ციფრულ კონტექსტში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და პოლიტიკის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საერთო, ინკლუზიურობისა და მდგრადობის ჩარჩოს შექმნით“ “RE-DIRECTION“-ის პროექტი ორიენტირებულია უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის
STEM4Humanities
„STEM4Humanities“ პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, STEM უნარებსა (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) და მეორე მხრივ, ჰუმანიტარულ და სოციალურ განათლებას შორის არსებული ნაპრალების შევსება უმაღლესი განათლების