ხ.დ.კ
რატომ შეიცვალა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტმა სახელწოდება?
2020 წელს გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი გახდა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის წევრი და საერთაშორისო საგანმანათლებლო ქოლგის ქვეშ მოექცა. უნივერსიტეტის მფლობელი გახდა საერთაშორისო ინვესტორი – KANG ZHENG, რომელიც მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე ათეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მართავს. შესაბამისად, უნივერსიტეტის მფლობელის ინიციატივით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ახალი სახელწოდებით – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU (ჯიუ) აგრძელებს ფუნქციონირებას.
სახელწოდების ცვლილებასთან ერთად განხორციელდა თუ არა სხვა ცვლილებები?
უნივერსიტეტის მდებარეობა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტი, უნივერსიტეტის კოდი ცნობარში – 143 უცვლელია. შეიცვალა უნივერსიტეტის სახელწოდება სოციალურ ქსელში და უკვე ახალი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით ფუნქციონირებს.
გავლილი აქვს თუ არა უნივერსიტეტს ავტორიზაცია და პროგრამებს აკრედიტაცია?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ ავტორიზებული საგანამანათლებლო დაწესებულებაა, ხოლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები აკრედიტებულია.
რა საფუძვლებით ხდება სტუდენტის სტატუსის მოპოვება?
სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი გზებით:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე – საბაკალავაო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში;
- საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე – სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში;
- მობილობით – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლისას;
- გამონაკლისის სახით – ერთიანი ეროვნული ან/და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, იმ პირობებითა და წესებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით.
.
რომელი ნორმატიული დოკუმენტით რეგულირდება სტუდენტებისთვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გრანტის მოპოვება?
სტუდენტებისთვის სახელმწიფო გრანტის მოპოვების წესი რეგულირდება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №19/ნ ბრძანებით.
რა არის სტუდენტის ჩარიცხვის აუცილებელი პირობა?
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუში სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ სტუდენტი ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენას და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებას. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში პირველკურსელთათვის და მობილობის წესით გადმოსული სტუდენტების შემთხვევაში: განცხადებისა და თანდართული საბუთების წარმოდგენას, საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას.
როგორ ხორციელდება მაგისტრატურაში ჩარიცხვა?
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი წესით:
- საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე – სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
- გამონაკლისის სახით – ზოგიერთ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისას, ჩარიცხვა შესაძლებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე;
- მობილობით – სხვა უნივერსიტეტიდან გადმოსვლის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
გარდა ამისა, ჯიუ ატარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებს, რომლებიც მოიცავს:
- გამოცდას შესაბამის სპეციალობაში;
- ინგლისური ენის გამოცდას.
მონაწილეობის უფლება აქვთ იმ კანდიდატებს, რომლებმაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმუმ სამში გადალახეს კანონით დადგენილი ზღვარი.
შედეგების საფუძველზე განისაზღვრება ჩარიცხვის უფლების მქონე პირები, რომლებიც საბოლოო ეტაპზე გადიან ადმინისტრაციულ რეგისტრაციას და იღებენ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსს.
როგორ ხდება მობილობით ჩარიცხვა?
GIU-ში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ #10/ნ ბრძანების შესაბამისად.
ვინ ახორციელებს მობილობის პროცესის ადმინისტრირებას?
უნივერსიტეტში მობილობა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად, უნივერსიტეტში მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს ჯიუს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური.
რა სისტემით ხდება სტუდენტის ცოდნის შეფასება?
შეფსება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით, შემდეგი პრინციპით:
91 – 100 ქულა არის შეფასება “A” ანუ “ფრიადი”
81 – 90 ქულა არის შეფასება “B” ანუ “ძალიან კარგი”
71 – 80 ქულა არის შეფასება “C” ანუ “კარგი”
61 – 70 ქულა არის შეფასება “D” ანუ “დამაკმაყოფილებელი”
51 – 60 ქულა არის შეფასება “E” ანუ “საკმარისი”
41 – 50 ქულა არის შეფასება “FX” ანუ “ვერ ჩააბარა”
40 – 0 ქულა არის შეფასება “F” ანუ “ჩაიჭრა”
სტუდენტის მიერ შეფასება FX-ის მიღების შემთხვევაში მას ეძლევა შესაძლებლობა გავიდეს განმეორებით გამოცდაზე. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი განმეორებით გამოცდაზეც ვერ მიიღებს დამაკმაყოფილებელ შეფასებას, სტუდენტს შესაბამის სასწავლო კურსში ექნება შეფასება F.
რა შეიძლება გახდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი?
სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
- პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);
- უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;
- ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
- სტუდენტსა და დაწესებულებას შორის საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების (სწავლის საფასურის გადაუხდელობა) დარღვევა;
- ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;
- უცხოელი სტუდენტის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის არ ფლობა;
- ერთიანი ეროვნული ან/და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხულ უცხოელ სტუდენტთა შემთხვევაში, სტატუსი უჩერდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტს, რომელმაც აკადემიური რეგისტრაციის გავლიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, სულ მცირე ერთ კომონენტშიც ვერ მიიღო შეფასება.
რა შეიძლება გახდეს სტუდენტის დაფინანსების წყარო?
- სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
- სოციალური დაფინანსება – განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, მერია და ა.შ.
- შიდა საუნივერსიტეტო გრანტი;
- სასწავლო სტიპენდია.
გადახდის როგორ ფორმას სთავაზობთ სტუდენტებს?
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ სთავაზობს აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურებს:
- ბაკალავრიატი – პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს:
- არანაკლებ 240 კრედიტს სტანდარტულად;
- ან არანაკლებ 180 კრედიტს (დამოკლებული პროგრამის შემთხვევაში).
- მაგისტრატურა – მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს.
ამგვარად, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობას.
სწავლის რა საფეხურებს სთავაზობთ აბიტურიენტებს?
უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლესი განათლების – ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს:
ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს – პირველი საფეხური;
ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს – 120 კრედიტს – მეორე საფეხური.
როგორ ხდება კრედიტების მინიჭება?
სწავლის პროცესში ყოველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება სტუდენტისაგან მოითხოვს შესაბამისი ძალისხმევის სამუშაოთა შესრულებას – 60 კრედიტის (სემესტრში 30 კრედიტი) დაგროვებას.
სტუდენტი მიიღებს კრედიტს მხოლოდ სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, კონკრეტული კომპონენტების დაუფლებისათვის სავალდებულო სამუშაოთა წარმატებით შესრულებისა და სწავლის შედეგების დადებითი შეფასების შემდგომ.
აღიარებს თუ არა უნივერსიტეტი კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) სტანდარტებს?
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია ეფუძნება “კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემას” (ECTS) და მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც დამტკიცებულია უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს მიერ. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, კრედიტების დადგენილი რაოდენობის ათვისების შემდეგ, ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და დიპლომთან ერთად გაიცემა ECTS ნიმუშის დიპლომის დანართი.