ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის უპირატესობები - GIU
რატომ ირჩევენ აბიტურიენტები GIU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას? გაეცანი პროგრამის მთავარ უპირატესობებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც დაგეხმარება გახდე თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პროფესიონალი ფსიქოლოგი.

  • GIU-ში სასწავლო პროცესი აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც სტუდენტებს ეხმარება პროფესიული უნარების რეალურ გარემოში განვითარებაში;
  • პროგრამას უძღვებიან ფსიქოლოგიის სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ უზიარებენ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას;
  • სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტში, ამასთანავე, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კაბინეტში გაეცნონ ფსიქოლოგიური მუშაობის თანამედროვე მეთოდებს;
  • სტუდენტები შეისწავლიან ადამიანის აზროვნების, ემოციებისა და ქცევის მექანიზმებს კოგნიტური, სოციალური, პიროვნების, განვითარების და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებებით;
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში: საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში, HR სფეროში და სხვა მიმართულებებში;
  • სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სასწავლო აქტივობებში ევროპისა და აზიის 40-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, სლოვაკეთში, მალაიზიაში, გერმანიაში, უნგრეთსა და სხვა ქვეყნებში;
  • სტუდენტები შეისწავლიან ფსიქოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდებს, მონაცემთა ანალიზს და შეძლებენ მენტორის ზედამხედველობით დაგეგმონ და განახორციელონ ფსიქოლოგიური კვლევები.
  • პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ემპათიას, აქტიურ მოსმენას და პროფესიულ კომუნიკაციას;
  • უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამასა და ფინანსურ მხარდაჭერას;
  • დამატებით, GIU-ში სტუდენტებს სრულიად უფასოდ ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ენები – ჩინური და კორეული, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საერთაშორისო კარიერის პერსპექტივებს.

ფსიქოლოგია არის პროფესია მათთვის, ვისაც სურს დაეხმაროს საზოგადოებას და საკუთარი ცოდნით პოზიტიური ცვლილებები შექმნას. GIU-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი გახდება შენი პირველი ნაბიჯი წარმატებული პროფესიული კარიერისკენ.

გაიარე წინასწარი რეგისტრაცია დღესვე და გაიგე მეტი ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ: https://forms.gle/LcNWv7yfVHGEw9eW9

არჩევითი საგნები, რომლებიც ბარდება ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე:

• ისტორია ან მათემატიკა ან ბიოლოგია