საინტერესო შეხვედრა თემაზე: ,,ფულის ფსიქოლოგია” - GIU
18 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ფულის ფსიქოლოგია”.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ჯიუ-ს პარტნიორი ორგანიზაციის ,,ფსიქონავტები“-ს მიერ.

შეხვედრას უძღვებოდა ლევან გიორგაძე – 20+ წლიანი გამოცდილებით საბანკო, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში, „მედიქლაბ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე, Bubblehead-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ბაბლჰედი, Wenroll – პარტნიორი, წარსულში CROSTY-ის თანადამფუძნებელი და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორი.

ეს იყო ერთგვარი ფსიქოლოგიური ექსპედიცია ფინანსური ცნობიერების სიღრმეებში.

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • ფული როგორც ემოციური და ქვეცნობიერი ტრიგერი;
  • რატომ გვაშინებს ფინანსური წარმატება და როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას;
  • როგორ ვაქციოთ ფული შინაგანი თავისუფლების ინსტრუმენტად;
  • “ფინანსური ბედნიერების” ფორმულა – ფსიქოლოგიური ბალანსის გზით.

 

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.