GIU-ს გაცვლითი პროგრამა ჰონგ-კონგში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსების სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ჰონკონგის თუნგ ვას კოლეჯში.

აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას თუნგ ვას კოლეჯის პრეზიდენტისაგან. ამასთანავე, სტუდენტები თავისუფალნი იქნებიან თუნგ ვას კოლეჯში სწავლის გადასახადისაგან,

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. გაცვლითი პროგრამის დაფინანსების დეტალების, კონკურსის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ დანართი.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: გრიგოლ კალანდაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; ასოცირებული პროფესორი 599 15 05 02 | grigol.kalandadze@giu.edu.ge