GIU-ს გაცვლითი პროგრამა ჰონგ-კონგში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსების სტუდენტების გაცვლითი პროგრამით მობილობისთვის ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯში.
აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს ჯიუ-ს მფლობელის, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტ ქანგ ჭენგის მიერ დაწესებულ სტიპენდიას. ამასთანავე, სტუდენტები თავისუფლები იქნებიან თუნგ ვას კოლეჯში სწავლის გადასახადისაგან.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. გაცვლითი პროგრამის დაფინანსების დეტალების, კონკურსის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ დანართი.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს; 599 15 05 02 | grigol.kalandadze@giu.edu.ge