GIU-ს სტუდენტებისთვის: გაცვლითი პროგრამა მალაიზიაში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს სტუდენტების “INTI International University”-ში (კუალა-ლუმპური, მალაიზია) საერთაშორისო მობილობის მიზნით ბიზნესის, ტექნოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის შემდეგი აკადემიური პროგრამებისთვის:
1. ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
2. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა;
3. მასობრივი კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა.
მნიშვნელოვანია, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში თითოეულ სტუდენტს სრულად დაუფინანსდება სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯები. ჯიუ-ს სტუდენტებისათვის აღნიშნულ გაცვლით პროგრამაზე გამოყოფილია 5 ადგილი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტების მიღება და გადარჩევა (25 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით)
II ეტაპი: ტესტირება ან/და გასაუბრება ინგლისურ ენაში (6 აპრილი; გადასალახი ბარიერი არის 15 ქულა მაქსიმალური 30 ქულიდან)
III ეტაპი: პრეზენტაცია შერჩეული თემის მიხედვით (8 აპრილი; გადასალახი ბარიერი არის 8 ქულა მაქსიმალური 15 ქულიდან)
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• განაცხადი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
• დიპლომების ასლები;
• შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
• სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი (ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე შესაძლოა, შემოწმდეს საუნივერსიტეტო ტესტირებით ან/და გასაუბრებით ინგლისურ ენაში);
• CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
• 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (გაიცემა შესაბამისი სკოლის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი პირის მიერ, რომელიც იცნობს პირის სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას);
• სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს პირის შესარჩევად (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები).
დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
გრიგოლ კალანდაძე
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
599150502
“INTI International University”-ის ვებ-გვერდი: https://shorturl.at/TJ8Pd