საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში არსებული ბიზნესის ადმინისტრირების
ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი ონდოკუზ მაის უნივერსიტეტში (თურქეთი) “Erasmus+”-ის კრედიტების მობილობით 1 კვოტაზე ერთი სემესტრით გაგზავნის მიზნით;
ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი ონდოკუზ მაის უნივერსიტეტში (თურქეთი) “Erasmus+”-ის კრედიტების მობილობით 1 კვოტაზე ერთი სემესტრით გაგზავნის მიზნით;
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტების მიღება და გადარჩევა;
II ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში;
III ეტაპი: პრეზენტაცია ან/და გასაუბრება შერჩეული თემის მიხედვით.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
- დიპლომების ასლები (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის);
- შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი (ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე შესაძლოა შემოწმდეს საუნივერსიტეტო ტესტირებით ან/და გასაუბრებით ინგლისურ ენაში);
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (გაიცემა შესაბამისი სკოლის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი პირის მიერ, რომელიც იცნობს პირის
სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას); - სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს პირის შესარჩევად (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები).
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას თვეში 800 ევროს ოდენობით და საერთაშორისო ტრანსპორტირების თანხას 309 ევროს ოდენობით.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 19 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.