შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს პროფესორ რაინჰარდ პაულინგის ერთჯერადი სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია წარმოადგენს ერთჯერად ფინანსურმხარდაჭერას, რომელიც კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ერთ სტუდენტზე გაიცემა. სტიპენდია განკუთვნილია სტუდენტის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს სამართლის საბაკალავრო ან/დასამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომელთააკადემიური მოსწრება (გასული სემესტრის ან სრული შეწონილით) არის არანაკლებ 3.2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- CV/რეზიუმე;
- სამოტივაციო წერილი;
- სამართლებრივ, აკადემიურ, საზოგადოებრივ ან საუნივერსიტეტო აქტივობებში მონაწილეობისდამადასტურებელი დოკუმენტები.
განაცხადების მიღების ვადა
განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 6 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით.
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე დოკუმენტაციის გამოგზავნის გზით: info@giu.edu.ge
შეფასების კრიტერიუმები
კანდიდატთა შეფასება განხორციელდება 100-ქულიანი სისტემით შემდეგი კრიტერიუმებისმიხედვით:
- აკადემიური მოსწრება – 30 ქულა;
- სამართლის დარგის ცოდნა – 40 ქულა;
- სამოტივაციო წერილი – 10 ქულა;
- სამართლებრივი/საუნივერსიტეტო/საზოგადოებრივი აქტივობა – 20 ქულა.
სამართლის დარგის ცოდნის შეფასების კომპონენტები
სამართლის დარგის ცოდნა ფასდება 40 ქულით, საიდანაც შეფასება ნაწილდება შემდეგნაირად:
- ზოგადი სამართლებრივი ცოდნა და ტერმინოლოგიის ფლობა – 10 ქულა;
- საქართველოს სამართლის სისტემისა და ძირითადი სამართლებრივი პრინციპების ცოდნა – 10 ქულა;
- ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით – 10 ქულა;
- სამართლებრივი საკითხის გააზრების, ანალიზისა და დასკვნის ფორმულირების უნარი – 10 ქულა.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსის ორგანიზებისა და შედეგების განსაზღვრის მიზნით შექმნილია საკონკურსო კომისია.აპლიკანტს უფლება აქვს კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაშიწერილობით მიმართოს უნივერსიტეტს შედეგების გასაჩივრების მიზნით.