2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველთა საყურადღებოდ! - GIU
უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს მიღებას მობილობით გადმოსვლის მსურველთათვის.

𝐆𝐈𝐔-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ტურიზმი;
  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია;
  • ბიზნესის ადმინისტრირება(ინგლისურენოვანი)
  • ტურიზმი(ინგლისურენოვანი);
  • სამართალი

𝐆𝐈𝐔-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სოციალური ფსიქოლოგია;
  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი

სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 12 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით.

მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • სრული ზოგადი /უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

მობილობის ონლაინ სარეგისტრაციო  ფორმა

ფორმის შესავსებად აუცილებელია:

  1. ელ. ფოსტის ქონა Google (Gmail)-ზე!!!
  2. ფორმის  შესავსებამდე  უნდა შეხვიდეთ თქვენს  ელ. ფოსტაზე
  3. იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები  განცხადების ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+ 995 32) 2 24 65 91