ქართულ-უკრაინული ინსტიტუტი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ენებისა და კულტურის ქართულ – უკრაინული ინსტიტუტი

2022 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში – GIU (ძველი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტი გაიხსნა.

ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის გახსნა მიზნად ისახავს ქართველი და უკრაინელი ხალხის კულტურათაშორისი დიალოგისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებების გაძლიერებას.

ღონისძიება გახსნა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს  რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა. სტუმრებს მიესალმნენ უნივერსიტეტის კანცლერი ელისო ელისაშვილი და ფილოლოგიის დოქტორი, კვლევითი მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი, ქართულ-უკრაინული ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი ზოია ადამია.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ტატიანა კოლოტილოვა; უკრაინული დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში ვალენტინა მარჯანიშვილი.

ინსტიტუტი მხარს უჭერს ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის ადაპტაციას საქართველოში, ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებული უკრაინელი მოქალაქეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან ქართულ ენას საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში – ჯიუ. კურსის დახმარებით, უკვე ათეულობით უკრაინელმა შეისწავლა საბაზისო დონეზე ქართული ენა. გარდა ამისა, ინსტიტუტში ტარდება ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და მნიშვნელოვანი აქტივობები.