GIU: აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი - GIU
2023 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი და სარტყელისა და გზის კვლევითი ინსტიტუტი გიწვევთ ,,აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმზე“.

სიმპოზიუმი მიზნად ისახავს:

  • მეცნიერებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას;
  • ჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრებას ისტორიულ და თანამდროვე კონტექსტში;
  • მემკვიდრეობისა და აქტუალობის უფრო ღრმა წვდომას დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში;

 

საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურება

  • სამეცნიერო იდეების გაცვლას;
  • კვლევის შედეგების გაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებას;
  • ისტორიულ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზს, მის გავლენასა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესის, კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებზე.

 

დაინტერესებული პირებისთვის სიმპოზიუმში მონაწილეობა უფასოა.

სიმპოზიუმის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო პუბლიკაციის მომზადება, რომელიც ფასიანია.

მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები უნდა გამოაგზავნონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

 

რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:

 

https://docs.google.com/forms/d/1sP6xb-RTsxrmEtlFBVDpEllWVLvOjDlKbmZlrulgSC4/edit

 

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ:

საინფორმაციო წერილი

აბსტრაქტის ფორმა

სარეგისტრაციო ფორმა

Information Latter

ან დაგვიკავშირდით:

 

პროფ. ზოია ადამია

კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი

ელ. ფოსტა: zoia.adamia@giu.edu.ge;

მობ. +995 5(99) 27 07 46,

 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25.10.2023

აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 25.10.2023

შეტყობინების გაგზავნა რეგისტრაციის წარმატებით გავლისა და აბსტრაქტების მიღების თაობაზე: 05.11.2023

მისამართი: ქ. თბილისი, სამღერეთის ქ. 5

FAQ