GIU-ს ბიზნეს სიმულაციური თამაში - GIU
𝐆𝐈𝐔-ს ბიზნეს სიმულაციური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის
𝟓 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში მე-𝟏𝟎, მე-𝟏𝟏 და მე-𝟏𝟐 კლასის მოსწავლეებისთვის ბიზნეს სიმულაციური თამაში ჩატარდა.
თამაში იყო უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც აინტერესებს სიმულაციური თამაშები ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულებით.
აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა სრულად გაითავისეს ბიზნესის სფეროში არსებული რეალური სიტუაცია.
მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, მოერგოთ ბანკირის, სტარტაპერის, ანტრეპრენერის, მეწარმისა და მყიდველის როლი და განევითარებინათ 𝐒𝐓𝐄𝐌 უნარები .
პრობლემის გადაჭრა, კრეატიულობა, კრიტიკული ანალიზი, გუნდური მუშაობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, სწორი კომუნიკაცია და ბიზნეს ანალიტიკური უნარები. ეს იმ უნარ-ჩვევათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებათ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული მიდგომების გამოსამუშავებლად.
თამაში საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს საინტერესო იდეები, მიდგომები, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაჭრის ინოვაციური და არაორდინალური ხერხები და მეთოდები. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული.
თამაშის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები. 𝐆𝐈𝐔-ს ბიზნეს სიმულაციური თამაში სრულად დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ.

FAQ