GIU-ს და ინკლუზიური განათლების განვითარების ცენტრის კონფერენცია: „ინკლუზიური განათლების პარადიგმები“ - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი  ჯიუ „ინკლუზიური განათლების განვითარების ცენტრთან“  თანამშრომლობით,  28 ივნისს,  12:00 საათზე,  აწყობს კონფერენციას თემაზე: „ინკლუზიური განათლების პარადიგმები“. 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც დასაქმებულია ინკლუზიური  განათლების მიმართულებით ან მუშაობს სამეცნიერო კვლევით საკითხებზე ამ სფეროში და აქვს სურვილი, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ფართო საზოგადოებას. 

მათ, ვისაც აქვს სურვილი კონფერენციაზე წარმოადგინოს მოხსენება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ საკონფერენციო თემა  ელექტრონულ ფოსტაზე: tukhashvilitamar@gmail.com   არა უგვიანეს 23 ივნისისა. 

საკონფერენციო თემები შეირჩევა  ინკლუზიური განათლების სპეციფიკის გათვალისწინებით და  მონაწილეებს გეცნობებათ წერილობით. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. 

კონფერენციაში მონაწილეობის და დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/qNgnc8FoDKiZ1pdL7  

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა! 

კონფერენციაში მონაწილეებს და დამსწრეებს გადაეცემათ საერთაშორისო ორენოვანი სერტიფიკატები.

 

კონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-სა და ,,ინკლუზიური განათლების განვითარების ცენტრის“  ვებგვერდებზე  26 ივნისს.



FAQ