GIU-ს ესეების კონკურსი და ინგლისური ენის ოლიმპიადა - GIU
𝟐𝟎𝟐𝟒 წლის 𝟓 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ში ინგლისური ენის ოლიმპიადის და ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ 𝟐𝟎𝟐𝟒 წლის აბიტურიენტები. სხვა პრიზებთან ერთად, ოლიმპიადაში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს უნივერსიტეტისგან 𝟏𝟎𝟎%-იანი და 𝟓𝟎%-იანი სასწავლო გრანტი გადაეცათ!
ამავე დღეს ჩატარდა ჯიუ-ს ესეების კონკურსის: ,,ჩემი შთაბეჭდილებები ჩინეთზე” მონაწილეების დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა კონკურსანტმა, საქართველოს მასშტაბით.
უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსანტები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ კონკურსის პირობებს და თითოეულმა მათგანმა ძალზედ ორიგინალურად, საინტერესოდ წარმოაჩინა ჩინეთის ისტორია, კულტურა, ტრადიციები და ის გლობალური შესაძლებლობები, რაც ამ უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფოს სახელს უკავშირდება.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილის სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ესეების ავტორებს – განსაკუთრებული საჩუქრები.
ღონისძიებაზე მობრძანებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრები და გადაეღოთ ფოტოები ჩინურ ტრადიციულ სამოსში. ასევე მონაწილეობა მიეღოთ ჩინური კალიგრაფიის – უნიკალური ვიზუალური ხელოვნების მასტერკლასში.
𝐆𝐈𝐔 კიდევ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებას გპირდებათ!

FAQ