GIU-ს ვიცე-რექტორის ლექცია: ,,სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში" - GIU
2023 წლის 17 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს ვიცე-რექტორი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლალი ჩაგელიშვილი USAID-ის სამოქალაქო განათლების
პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტით მიმდინარე ფინანსური განათლების ოლიმპიადის
მონაწილეებს შეხვდა.

მისი სალექციო თემის სახელწოდება იყო ,,სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში“.
ფინანსური განათლების პროექტი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში
მიმდინარეობს.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.
აღნიშნულ პროექტს USAID-ის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მხარდაჭრით, ახორციელებს ორგანიზცია PH International.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU მხარს უჭერს USAID-ის სამოქალაქო
განათლების პროგრამას და აქტიურად ახორციელებს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის
გაზიარების სხვადასხვა პროექტს.

FAQ