GIU-ს იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის - GIU
აბიტურიენტებისთვის 𝐆𝐈𝐔-ს იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები 𝟐𝟎𝟐𝟒 იწყება!

ძვირფასო აბიტურიენტებო, გიზიარებთ იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს.

გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად. დარეგისტრირებული აბიტურიენტები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ მათთვის განკუთვნილ ზუსტ დროს იმიტირებულ ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობის მისაღებად.

ინგლისური – 𝟐𝟔 მარტი
▪️𝐈 ნაკადი: 𝟏𝟐:𝟎𝟎 საათი
▪️𝐈𝐈 ნაკადი: 𝟏𝟓:𝟎𝟎 საათი

ქართული – 𝟐𝟕 მარტი
▪️𝐈 ნაკადი: 𝟏𝟐:𝟎𝟎 საათი
▪️𝐈𝐈 ნაკადი: 𝟏𝟔:𝟎𝟎 საათი

ისტორია – 𝟐𝟖 მარტი
▪️𝐈 ნაკადი: 𝟏𝟐:𝟎𝟎 საათი
▪️𝐈𝐈 ნაკადი: 𝟏𝟔:𝟎𝟎 საათი

გამოცდაზე შესვლის ინსტრუქცია აიტვირთება ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/2170990233078286/?ref=share_group_link

გამოცდები სრულად დაფინანსებულია უნივერსიტეტის მიერ! თუ რეგისტრაცია გაიარეთ, მაგრამ არ მიგიღიათ შეტყობინება, ეს ნიშნავს, რომ რეგისტრაციის დროს შესაბამის გრაფაში შეტყობინებების მიღების შესახებ თანხმობა არ გქონდათ მონიშნული (ახალი კანონმდებლობის თანახმად)

კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია იმიტირებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და დაელოდოთ შეტყობინებას დამატებითი გამოცდების დანიშვნის შესახებ: https://forms.gle/PxWxuxGPz1H9dWCJ6

𝐆𝐈𝐔 გისურვებთ წარმატებებს!

#აირჩიე143 #ჯიუგელოდება#იმიტირებულიგამოცდები#ერთიანიეროვნულიგამოცდები#აბიტურიენტებისთვის

FAQ