GIU-ს კამპანია: ,,ქალთა კვირეული" - ქალი ბიზნესში - GIU
𝐆𝐈𝐔-ს კამპანიის, ქალთა კვირეულის ფარგლებში, 7 მარტს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე: ,,ქალი ბიზნესში“.
მსმენელებს შორის იყვნენ ჯიუ-ს სტუდენტებიც, რომელთაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ მოწვეული სტუმრები:
▪️ელი ელისაშვილი – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი
▪️ნინა კეკელიძე – Discover Georgia-ს დამფუძნებელი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს პროფესორი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი
▪️ნათია სურმანიძე – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს ასოცირებული პროფესორი, შპს “ჰაბა-ით”, შპს “ისრაელის სახლი”, შპს “ფრიდა კალო ბარ რესტორნების პარტნიორი მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი. ქონსალთინგ კომპანია “Start business in Georgia”-ს დამფუძნებელი
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი 𝐆𝐈𝐔 მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

FAQ