GIU-ს კანცლერის ვიზიტი Hong-Kong-ში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუს კანცლერმა, ელი ელისაშვილმა მონაწილეობა მიიღო ჰონგ-კონგში გამართულ რიგით მეოთხე მსოფლიო ჩინური ენის სასწავლებლების საერთაშორისო კონფერენციაში.
აღნიშნულ კონფერენციაში მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ქალბატონი ელი მიწვეული იყო ერთ-ერთ მთავარ მომხსენებლად.
ვიზიტის ფარგლებში ქალბატონმა ელი ელისაშვილმა უნივერსიტეტის სახელით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის სარტყელი და გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სამუშაო კომიტეტთან.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე სარტყელი და გზის ტრენინგებისა და გადამზადების ცენტრის შექმნას და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

FAQ