GIU-ს მასტერკლასი სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის: ,,როგორ დავგეგმოთ მოთხოვნადი ტური“ - GIU
2024 წლის 2 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ჩატარდა მასტერკლასი ,,როგორ დავგეგმოთ მოთხოვნადი ტური“.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები და ამ სპეციალობის დაუფლებით დაინტერესებული აბიტურიენტები. მასტერკლასს უძღვებოდა ეკატერინე გელოვანი – ტურისტული კომპანია ,,მოგზაურობა როგორც ხელოვნება (Travel As Art)” დამფუძნებელი.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • როგორ შევარჩიოთ მოთხოვნადი, საინტერესო და ეგზოტიკური ქვეყნები;
  • როგორ დავგეგმოთ ტური და რა უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ.

სასერტიფიკატო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, დამსწრეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და აბიტურიენტებსა და სტუდენტებს შეუქმნა რეალური წარმოდგენა არჩეული ან სამომავლო პროფესიის შესახებ.

FAQ