GIU-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტების დაჯილდოება - GIU
2024 წლის 2 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თათული დოლიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ბოჭორიშვილმა სამართლისა და პოლიტიკის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, რომლებმაც გასული სემესტრი მაღალაკადემიური მოსწრებით დაასრულეს, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მისასალმებელია, რომ მსგავსი ხასიათის წახალისებები ერთიორად ზრდის სტუდენტთა მოტივაციას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის სტუდენტთა ჩართულობას საუნივერსიტეტო  და აკადემიურ საქმიანობაში და მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ახალგაზრდებს.

GIU ზრუნავს სტუდენტთა მოტივაციაზე.

მოტივაცია კი ძალზედ მნიშვნელოვანია ყველა საქმეში, რადგან ის გვაიძულებს კიდევ უფრო აქტიურად ვეძებოთ და აღმოვაჩინოთ სტუდენტში ის უნარები და შესაძლებლობები, რომელიც მათ მომავალში წარმატებული კარიერის შექმნაში დაეხმარება.

FAQ