GIU-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოში - GIU
𝟐𝟎𝟐𝟑 წლის 𝟏𝟓 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოს სტუმრობდნენ.
სტუდენტები დაესწრნენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომას, მოისმინეს მხარეთა არგუმენტაცია და სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს სამართლებრივი ანალიზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სტუდენტებს ახლდა უნივერსიტეტის სამართლის და პოლიტიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი გიორგი სვიანაძე.
მისასალმებელია, რომ 𝐆𝐈𝐔-ში სასამართლო პროცესებზე სტუდენტების დასწრების პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება ცალკეული სამართლის კურსების შესასწავლად.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ მადლობას უხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ შესაძლებლობისთვის, მუდმივი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

FAQ