GIU-ს საჯარო ლექცია: სამართალი და ხელოვნური ინტელექტი - GIU
16 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში #𝐆𝐈𝐔 (ყოფილი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი) გაიმართა საჯარო ლექცია ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე: ,,სამართლის გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის განვითარების ჭრილში – ჩინეთის ტექნოლოგიური პროგრესის მაგალითზე”
მოწვეული სტუმარი იყო: ზვიად გაბისონია – სამართლის დოქტორი 𝟐𝟎𝟎𝟐 წლიდან, 𝟓 წიგნის და 𝟒𝟎 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი
საჯარო ლექციას მოდერაციას უწევდა: მარიამ დარბაიძე – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი.
შეხვედრას ესწრებოდნენ 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და დაინტერესებული პირები.
ლექციის დასრულების შემდეგ სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ბატონ ზვიადს მობრძანებისთვის და საინტერესო ლექციის ჩატარებისთვის.

FAQ