GIU-ს სტუდენტური კონფერენცია 2024 - GIU

5 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ,,სტუდენტური კონფერენცია 2024“ გაიმართა.

ჯიუ-ს სტუდენტებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციის მუშაობა რამდენიმე პანელის ფორმატში წარიმართა:

  • კერძო სამართალი: მოდერატორი – თათია დოლიძე,  ჯიუ-ს ასოცირებული პროფესორი; სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი;
  • ინტერდისციპლინური: მოდერატორი – გიორგი კობერიძე, ჯიუ-ს ასოცირებული პროფესორი;  ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი;
  • საჯარო სამართალი:   მოდერატორი – ნინო  ბოჭორიშვილი, ჯიუ-ს პროფესორი; სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  • სამართალი და პოლიტიკა: მოდერატორი – გიორგი სვიანაძე, ჯიუ-ს ასისტენტ-პროფესორი.

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები.

ინდივიდუალური პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

სტუდენტური კონფერენციის  ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი.

FAQ