GIU-ს სტუდენტური ფოტოგამოფენა: ,,რაკურსი 2024" - GIU
𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტური ფოტოგამოფენა: „რაკურსი 𝟐𝟎𝟐𝟒“
გამოფენის ორგანიზატორი – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი #ჯიუ იწვევს საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.
გამოფენა გაიმართება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კამპუსში 𝟐𝟎𝟐𝟒 წლის 𝟐𝟑-𝟑𝟎 მაისს.
გამოფენის თემატიკა:
▪️პორტრეტი
▪️თავისუფალი თემა
▪️მხატვრული ფოტო
▪️ფოტოამბავი
▪️რეტრო ფოტო
▪️ხედი
გამოფენაში მონაწილეობის პირობები:
▪️ფოტოები შეიძლება იყოს ფერადი ან შავ-თეთრი;
▪️ნამუშევრების რაოდენობა – არაუმეტეს 10-ისა;
▪️ფოტოები უნდა იყოს ჰორიზონტალური ფორმის;
▪️ფოტოს გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი, ვიდეოკამერა და სხვა)
საკონკურსო ფოტოები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტით 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: giu@giu.edu.ge
გამოფენა საზეიმოდ დაიხურება 2024 წლის 31 მაისს, 14 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: მარინე ვეკუა +995 597 00 00 94

FAQ