GIU-ს ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული ლექცია ტელევიზიაში! - GIU
𝐆𝐈𝐔-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული ლექცია ტელევიზიაში!
𝟏𝟒 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ტელეკომპანია ,,მაესტროს“ სტუმრობდნენ.
ვიზიტი სასწავლო კურსის ,,ტელეგადაცემების მომზადების“ ფარგლებში განხორციელდა.
მომავალი ჟურნალისტები უშუალოდ გაეცნენ ტელევიზიის სტუდიაში მუშაობის სპეციფიკას, ეთერში გასასვლელი მასალის მომზადების, მონტაჟისა და ჟურნალისტის ყოველდღიური დაძაბული და საპასუხისმგებლო საქმიანობის სპეციფიკას.
სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაიმყარეს.
სტუდენტებს ტელევიზიაში სტუმრობისას მენტორობას უწევდა უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს მოწვეული ლექტორი, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ წამყვანი თეონა გიორგელაშვილი.
შეგახსენებთ, 𝐆𝐈𝐔-ს #ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მოიპოვებთ შიდა გრანტს და ისწავლით მხოლოდ 𝟏𝟖𝟎𝟎 ლარად! პროგრამის კოდი ცნობარში: 𝟏𝟒𝟑𝟎𝟏𝟎𝟒

FAQ