GIU-ს ფოტოკონკურსი აბიტურიენტებისთვის: მე აბიტურიენტი - GIU
📷𝐆𝐈𝐔-ს ფოტოკონკურსი აბიტურიენტებისთვის! საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს ფოტოკონკურსს: ,,მე აბიტურიენტი”
✔️თუ აბიტურიენტი ხარ და გსურს ჩაერთო სახალისო, კრეატიულ და ახალი იდეებით დატვირთულ #ფოტოკონკურსში, გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პირობებს:
🔻ფოტო უნდა იყოს ფერადი;
🔻მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ 𝟐𝟎𝟐𝟒 წლის აბიტურიენტებს;
🔻საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას;
🔻ფოტოს გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა და სხვ.);
🔻თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ფოტო;
🔻ფოტო უნდა იყოს ჰორიზონტალური ფორმის;
🔻წარმოდგენილ ფოტოზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ კონკურსანტს (არ უნდა იყოს ინტერნეტიდან აღებული ფოტო და ა.შ.);
🔻ჯგუფური ნამუშევარი არ მიიღება (ნამუშევარი უნდა იყოს ინდივიდუალური და არა ჯგუფური).
✔️საკონკურსო ფოტოები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტით 𝟐𝟓 მაისამდე შემდეგ მისამართზე: marketing@giu.edu.ge
✔️გამოგზავნილ წერილში აუცილებელია მიუთითოთ:
🔻თქვენი სახელი და გვარი
🔻მობილური ტელეფონის ნომერი
🔻ელექტრონული ფოსტის მისამართი
🔻ფოტოს სათაური და მისი აღწერა
✔️კონკურსანტი, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში (მათ შორის ფოტოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებაზე).
✔️ფოტოები 𝟐𝟕 მაისს განთავსდება უნივერსიტეტის Facebook გვერდზე.
👉𝟏𝟎 ივნისს გამოვლინდება 𝟓 საუკეთესო ფოტოს ავტორი, რომელთაც გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები. 𝟑 ნამუშევარი აირჩევა სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი მოწონებით, ხოლო 𝟐 ნამუშევარი – უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრების მიერ.
✔️დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: +995 599 582 961
ჯიუ გისურვებთ წარმატებებს!

FAQ