GIU-ს ჩართულობა ყველაზე მასშტაბურ HR CONGRESS 2023-ში - GIU
𝟏 დეკემბერს საქართველოში პირველად ყველაზე მასშტაბური 𝐇𝐑 𝐂𝐎𝐍𝐆𝐑𝐄𝐒𝐒 𝟐𝟎𝟐𝟑 ჩატარდა. კონგრესში ბიზნესის სფეროს, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 𝐇𝐑 პროფესიონალები და ტალანტები იყვნენ ჩართულნი.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ლალი ბალახაძე.
მონაწილეებმა ისაუბრეს და იმსჯელეს ისეთი აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა
  • შრომის ბაზრის გამოწვევები და შესაძლებლობები;
  • როგორია რეალური მდგომარეობა დღვანდელ შრომის ბაზარზე;
  • რა უნდა გაკეთდეს ღირსეული შრომითი გარემო შექმნის მიზნით;
  • რა მოთხოვნები და შესაძლებლობები დგას დღის წესრიგში.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს კონგრესის ორგანიზებისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

FAQ