GIU-ში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა - GIU

2023 წლის 4 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისოგანათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ჩატარდა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი.

სიმპოზიუმი მიეძღვნა  ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს.

სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა  მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორისინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას; ჩინეთისა და მისი როლისმნიშვნელობის გააზრებას  ისტორიულ და თანამდროვე კონტექსტში.

სიმპოზიუმი გახსნა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა. სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ ქუანგ წენგი –  ჩინეთის საერთაშორისო

განათლების ჯგუფის პრეზიდენტი და ელი ელისაშვილი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერი.

საერთაშორისო სიმპოზიუმზე ოთხი სექცია მუშაობდა: სამართალი; ბიზნესი,  ეკონომიკა, ტურიზმი; სოციალური მეცნიერებები და ჰუმანიტარული.

სიმპოზიუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო  თემები და  სამეცნიერო  საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევითი მიგნებები.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურებოდა სამეცნიერო იდეების გაცვლას; კვლევის შედეგებისგაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებას; ისტორიულ აბრეშუმისგზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზს, მის გავლენასა დამნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესის, კულტურისა და საერთაშორისოურთიერთობების სფეროებზე.

საერთაშორისო სიმპოზიუმს ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები,  ქართული სინოლოგიის ფუძემდებელი, ჩინური ენის დამსახურებული პედაგოგი, პროფესორი  ლიუ გუანვენი და სხვა საპატიო სტუმრები.

სიმპოზიუმის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სიუჟეტი იხ. ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=AZMilaCncWo&t=1s

FAQ