GIU-ში ,,საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული სამიტი 2024" ჩატარდა - GIU
🔴საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის პროექტ ,,საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული სამიტი 2024”-ის მონაწილეებს უმასპინძლა.

🔻პროექტი, თავისი არსით, წარმოადგენდა უპრეცედენტო მასშტაბის სიმულაციურ ფორუმს, რომელიც ემსახურებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლას, აქტუალური და პრობლემატური საკითხების განხილვას, დასავლური ღირებულებების გაზიარებას, პოლიტიკის დაგეგმვას, ანალიზსა და ახალგაზრდებს შორის დისკუსიის წახალისებას.

სამიტი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ თითოეულ მონაწილეს მისცა საშუალება:
🔻იმუშაონ და შეისწავლონ მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხები;
🔻განივითარონ კრიტიკული, ანალიტიკური და ლიდერული უნარ-ჩვევები;
🔻 ისწავლონ/პრაქტიკაში დანერგონ გუნდური მუშაობის პრინციპები;
🔻 დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას, თავადვე გახდნენ საჯარო გამომსვლელები;
🔻 გაეცნონ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპებს, პოლიტიკასა და სპეციფიკას;
🔻შეისწავლონ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და შეფასება.

სამიტზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა:
🔻 გაერო-ადამიანის უფლებათა კომიტეტი (UN);
🔻 ნატო – სამხედრო კომიტეტი (NATO);
🔻 ევროკავშირი – ევროპული კომისია (EU)
🔻  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)
🔻ევროპის საბჭო – საპარლამენტო ასამბლეა (CoE)

სამიტის თითოეულ მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულებს – შესაბამისი პრიზები.

#სამიტი #ჯიუ #აირჩიე143

FAQ