GIU-ში სამართლის საბაკალავრო პროგრამის განახლებული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა - GIU


📅 2026 წლის 14 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში (GIU) სამართლის საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების განხილვას დაეთმო.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ელი ელისაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრეებს და პროგრამის შემდგომი განვითარების პროცესში წარმატება უსურვა.

შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ვიცე-რექტორი, პროფესორი მარიამ დარბაიძე, ხოლო სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა თათია დოლიძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები და მათი ძირითადი მიმართულებები.

უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამა განახლდა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებისა და პროფესიული გამოწვევების გათვალისწინებით.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად:

🔹 გაძლიერდა პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი, რაც სტუდენტებს პროფესიული უნარების განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს;

🔹 გაფართოვდა ინგლისურენოვანი კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას;

🔹 პროგრამას დაემატა ინოვაციური სასწავლო დისციპლინები, რომლებიც თანამედროვე სამართლებრივი სფეროს საჭიროებებსა და გამოწვევებს პასუხობს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს პროგრამის შინაარსობრივ სიახლეებზე, გაცვალეს პროფესიული მოსაზრებები და განიხილეს მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

GIU მადლობას უხდის სამართლის სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს აქტიური ჩართულობისთვის, ღირებული რეკომენდაციებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის, აგრეთვე სამართლის საბაკალავრო პროგრამის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

GIU აგრძელებს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან თავსებადი სამართლებრივი განათლების განვითარებას!

ნაკლების ჩვენება