𝐆𝐈𝐔 – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი სიამაყით გაცნობებთ, უნივერსიტეტის პროფესორმა, კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა ზოია ადამიამ მონაწილეობა მიიღო გერმანიაში გამართულ კონფერენციაში:
“წერის უნარის ჩამოყალიბება უკრაინული ენის გაკვეთილებზე: მეთოდები და პრაქტიკა”
𝐆𝐈𝐔-ს პროფესორის მოხსენება იყო ,,On the experience of teaching Georgian writing to Ukrainian refugees (on the example of the Georgian-Ukrainian Institute)”
Პროფესორი ზოია ადამია თავის Მოხსენებაში შეეხო ქართული ანბანისა და წერის სწავლების გამოცდილებასა და მიღებულ შედეგებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის.
Მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში სპეციალურად უკრაინელი ლტოლვილებისათვის დაარსებულ ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინულ ინსტიტუტზე, სადაც უკრაინელი მოქალაქეებისთვის მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსები.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ყოფილი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის კოდი უცვლელია: 𝟏𝟒𝟑 (დეტალებისთვის იხ. საინფორმაციო პოსტი: https://bit.ly/44LpoPr )