𝐆𝐈𝐔 – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი სიამაყით გაცნობებთ, უნივერსიტეტის პროფესორმა ედიშერ ფუტაკარაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. Ბათუმში, გამართულ ბსუ-სა და საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომის სახელწოდება: ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის ზოგიერთი აქტუალური საკითხი”
ნაშრომში გადმოცემულია სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკაზე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გავლენა.
ასევე სათანადო ყურადღება ეთმობა მეცნიერების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ურთირთდამოკიდებულების საკითხებს.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ყოფილი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის კოდი უცვლელია: 𝟏𝟒𝟑 (დეტალებისთვის იხ. საინფორმაციო პოსტი: https://bit.ly/44LpoPr )