𝐆𝐈𝐔-ს კამპანიის, ქალთა კვირეულის ფარგლებში, 𝟔 მარტს, 𝟏𝟔:𝟎𝟎 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და აშშ-ს სოლიდარობის ცენტრის თანაორგანიზებით, ტარდება საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე: ,,ქალების შრომითი უფლებები“.
გაიგეთ, როგორია:
დასაქმებულ ქალთა შრომით სამართლებრივი მდგომარეობა;
დასაქმებულ ქალთა უფლებები;
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის პრევენცია;
ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი.
მოწვეული სპიკერი: თამარ გაბისონია – დასაქმებულთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის (𝐈𝐋𝐀𝐖 𝐍𝐞𝐭𝐰𝐨𝐫𝐤) რეგიონული კოორდინატორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ღონისძიებაზე დამსწრეებს საგანგებოდ მიმართავს: სტანისლავ ჩინიუხი – აშშ-ს სოლიდარობის ცენტრის პროგრამის დირექტორი საქართველოში.